საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა წარმატება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა ტრადიციულად საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 98 პროექტიდან ყველაზე მეტი – 35 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით (იხ. ბმული). აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან დაფინანსდა 16 პროექტი.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებს: გიორგი ქიტოშვილს, თამარ მაგრაქველიძეს, თინათინ ჯიქურაშვილს, ლაშა ჩანტლაძეს, მარიამ გობიანიძეს, გიგი გიოშვილს, შორენა მურუსიძეს, ანა გაბუნიას, თამთა ღონღაძეს, გვანცა ევანისელს, ანი ჯავახიშვილს, ნინო კაკალაშვილს, ნიკოლოზ შამუგიას, ლიზი ძაგნიძეს, სალომე ჯოგლიძეს და მაია კვირკველიას.

თარიღი: 21/10/2022